1.პროექტის სახელწოდება ვაჟა-ფშაველა
2.პროექტის მთავარი იდეა მოსწავლეებმა მოიძიონ და შეკრიბონ ვაჟა -ფშავალას
ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი წერილობითი თუ ფოტომასალა.
3.პროექტის აქტუალობა
- მოსწავლეები სიღრმისეულად შეისწავლიან ვაჟა-ფშაველას
ცხოვრების წლებს. გაეცნობიან რაზიკაშვილების გვარის ეტიმოლოგიას. შექმნიან ბიოგრაფიის,
ოჯახის, ფოტოების, ვიდეომასალების ბლოგებს. ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დაალაგებენ
ბიოგრაფიას, ბავშვობას. თალავის სასულიერო სასწავლებელში, თბილისის სამოქალაქო სასწავლებელში
და გორის საოსტატო სემინარიაში გატარებულ წლებს,
პეტერბურგში გამგზავრებას და იძულებით დაბრუნებას სამშობლოში. რედაქციებთან
თანამშრომლობა, „რიჟრაჟი“, „დროება“,
„ნობათი“. გაზეთ ივერიასთან და ივერიის რედაქციაში მუშაობის წლებს. აღსანიშნავია ვაჟას შეხვედრა ილია ჭავჭავაძესთან. ვაჟას იჯახური ტრაგედია.
4.ვაჟას
საიუბილეო საღამო ოპერის თეატრში.თავს მოუყრიან ვაჟა -ფშაველაზე არსებულ მასალებს და
გააკეთებენ პრეზენტაციას. ყურადსაღებია ვაჟას ახირებული ხასიატთი რის გამოც მას არაერთი
წინაარმდეგობა შეხვედრია ქართული სულისკვეთების თუ- ფშაველთა ინტერესების დაცვისას.
5.მოსწავლეების ასაკი-15 წელი
6.ვადები
1-2 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები:
ფოტოალბომი ,ლექსების კრებული, პროზის კრებული, ხელნაწერების პრეზენტაციის გაკეთება,შექმნილი
მასალების მიმოხილვა.მოძიებული მასალა დახარისხდება და გამოქვეყნდება ბლოგზე.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ციფრული ფოტო აპარატი,კომპიუტერი, პროექტორი
9. პროექტის მსვლელობა:
1.პროექტის იდეის, მიზნების და ვადების გაცნობა
2.ჯგუფებად დაყოფა და დავალების განაწილება
3. კონკრეტული დავალების შესაბამის ვადებში შესრულება და
ანგარიშის წარდგენა
4. ჯგუფების ეტაპობრივად შემოწმება, შესრულებული
დავალებების ანალიზი, დისკუსია, დამატებითი მითითებების
და რჩევების მიცემა,საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეთ
დამატებითი ინსტრუქტაჟი (კომპიუტერის საშუალებები
მოძიებული მასალის დახარისხება)
5.საბოლოო
შეჯერება და აუდიტორიისთვის წარდგენა.თითოეული ჯგუფი წარადგენს მის მიერ მოძიებულ მასალას
აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის სახით. აგრეთვე
ისტ-ს მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები შექმნიან ბლოგს ,სადაც განათავსებენ მოძიებულ
ფოტო და ვიდეო მასალას (ფილმებიდან ) და სხვა მასალებს.
10.საგანთა (საგნობრივ ჯგუფებთან)
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ქართული-
სხვადასხვა საშუალებებით ბიბლიოთეკა, მუზეუმი , ინტერნეტის სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება,
ლიტერატურული ნაწარმოების, ბიოგრაფიის გაცნობა, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში
მონაწილეობა.
ისტორია-
გაეცნობიან ისტორიულ რეალობას რომლის მძიმე ხვედრი თავად იწვნია ვაჟა- ფშაველამ. გამოჩენილ
ადამიანებს რომლებიც მოღვაწეობდნენ იმ პერიოდში.
საინფორმაციო
ტექნოლოგიები-ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა ,სლაიდების გაკეტება, პრეზენტაციის
მოწყობა.
11.სამუშაო ენა -ქართული
12. პროექტის ხელმძღვანელ მასწავლებელი-
ნინო ჯგერენაია
No comments:
Post a Comment